19 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
"ამოღებულია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც ამ პირებმა ბინიდან გადმოყარეს" - შსს გოგოჭურისა და რაზმაძის დაკავებაზე საუბრობს

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ადასტურებს, რომ სპეცოპერაციის დროს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გიორგი რაზმაძე დაკავებულები არიან.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავეს, ხოლო მისი მეგობარი ძებნილი იყო. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სპეცოპერაციისას კორპუსის მიმდებარედ ამოღებულია იარაღები, რომელიც სავარაუდოდ, გოგოჭურმა და რაზმაძემ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს.

„ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი. მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა, როგორც ჩემთვის ცნობილია. დაწყებულია გამოძიება. ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც ამ პირებმა ამ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება,“-ამბობს მეზვრიშვილი.

დღის ამბები