20 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
ჯორჯ ბუშის ცხედარი ვაშინგტონიდან ტეხასში გადაასვენეს

ჯორჯ ბუშის ცხედარი ვაშინგტონიდან ისევ ტეხასში გადაასვენეს. სამგლოვიარო ცერემონია ჰიუსტონის წმინდა მარტინის სახელობის ეკლესიაში გაიმართება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ხვალ დილამდე იქნება დასვენებული.

შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტთან გამომშვიდობების ოფიციალური ცერემონია კი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ეკლესიაში იმყოფებოდნენ ყოფილი პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად. ცერემონიას ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და პრინცი ჩარლზიც.

უფროს ჯორჯ ბუშს ხვალ, მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ეზოში მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით დაკრძალავენ.

დღის ამბები