19 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
უმსხვილესი ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის "ჰუავეის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი კანადაში დააკავეს

უმსხვილესი ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის "ჰუავეის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი კანადაში დააკავეს.

ვანჩ-ჟოუ მენი კომპანიის დამფუძნებლის ქალიშვილია და მას ჰუავეის ფინანსური დირექტორის პოსტი უკავია.

ვანჩ-ჟოუ მენი კანადაში პირველ დეკემბერს აიყვანეს და მის ექსტრადირებას შეერთებული შტატები მოითხოვს.

გავრცელებული ცნობით ვაშინგტონი ჰუავეის ხელმძღვანელს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს. მის დაკავებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური პეკინი და მენის გათავისუფლება მოითხოვა.

დღის ამბები