22 იანვარი 2019,   03:17
ვრცლად
მოდი, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან - ზურაბიშვილის შეთავაზება ოპოზიციას

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებას, რომლითაც მან არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა.

არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, ის მზადაა, ურთიერთობები პოლიტიკურ ძალებთან ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„დემოკრატიის პირველი წესი არის, რომ როცა წააგებ არჩევნებში, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებული იყოს, არჩეული, გინდაც, პრეზიდენტი, გუნდაც დეპუტატი, ეს არის დემოკრატია, როცა წაგებას ეგუები და ვიწყებთ ახალი ფურცლიდან. მე მზად ვარ, რომ დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ყველას მოვუწოდებ, რომ დავიწყოთ ერთად,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დეპუტატმა გიორგი ლომიამ ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მივა და არ აქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას "პატრიოტთა ალიანსის" რომელიმე ლიდერი.

გიორგი ლომიას განცხადებით, ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეფის სასახლეში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები