16 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
"რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ვთვლი, როგორც ევროპულ ფორმას" - ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე საუბრობს

"რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ვთვლი, როგორც  ევროპულ ფორმას,“- ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მის ინაუგურაციაზე საუბრისას გააკეთა. არჩეული პრეზიდენტის თქმით, დღეიდან ღონისძიების სცენარზე მუშაობა იწყება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლი საქართველოს პარტნიორი ქვეყნების პირველ პირებთან მოსაწვევებს გააგზავნის.

ის იმედოვნებს, რომ ინაუგურაციის ცერემონიაზე, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იმ ფაქტის შესატყვისი იქნება, რომ საქართველოში ქალი პრეზიდენტი აირჩიეს.

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ ჩატარდება ინაუგურაციის ცერემონია თელავში.

„დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა. დღეს ან ხვალ უნდა გამაცნონ სცენარების რა ვარიანტები არსებობს. რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი. საგარეოს პროტოკოლი აგზავნის ყველა იმ ქვეყნების პირველ პირთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც არიან აკრედიტირებული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამისთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა შესატყვისი იქნება იმ ფაქტის, რომ საქართველოში აირჩია პირველად ქალი პრეზიდენტი. ეს არის სწორედ ამორჩევა იმ ადგილის, სადაც ნაკლებმა ამომრჩევლებმა მომცეს ხმა, იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლებთან, რომლებმაც არ მო მცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც არ მომცა ხმა, თავი შეიკავა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები