25 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა ამ ეტაპზე დასაკომპლექტებელია და მასთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

დიმიტრი გაბუნია განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილის გუნდის ფორმირების მიზნით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

„დღეის მდგომარეობით ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით. ვადასტურებ, რომ განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები,“ - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

თავად არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ დიმიტრი გაბუნიამ შესაძლოა საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დაიკავოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფორმატი ჩამოყალიბდება.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები