24 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
გოგოჭურისა და რაზმაძის დაკავება - პრეზიდენტის სიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან

„კურიერისთვის“ ცნობილი გახდა საქმე, რომლის გამოც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, კერძოდ კი საქმეს, რომელშიც მისი მეგობარი, გიორგი რაზმაძე მონაწილეობდა. 

აღნიშნულის აქმე, დადიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტს უკავშირდება. ინციდენტი მაისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ქარვასლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როცა გოგოჭურის მეგობარმა გიორგი რაზმაძემ, 35 წლის შალვა რობაქიძე დაჭრა.

დღეს ამ ფაქტს დაზარალებული და მისი მამა იხსენებს. შალვა რობაქიძე ამბობს, რომ მაისში მომხდარ დაპირისპირებაში თავად მინდია გოგოჭური არ მონაწილეობდა.  

თენგიზ რობაქიძე ეჭვობს, რომ გიორგი რაზმაძის პოვნა მაშინ განზრახ არ სცადეს.

თავად შალვა რობაქიძე კი ამბობს, რომ ის შემთხვევით მოხვდა ქარვასლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონფლიქტიც მოულოდნელად დაიწყო და მანამდე პირს, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა, არ იცნობდა.

„მე გავჩერდი მანქანის გასარეცხად და ის გვერდზე ლაპარაკობდა. შეიქმნა გაუგებარი სიტუაცია უცბად ხელის გაქნევა და მომხვდა ტყვია, მე აღარ მქონდა იმის თავი ვინ იყო რა იყო. გავიქეცი თემქაზე საავადმყოფოში, გამიკეთდა ოპერაცია. მოვიდა პოლიცია მივეცი ჩვენება, რაც მახსოვდა აღვწერე პიროვნება.  მე შემთხვევით მოვხვდი გაუგებარ სიტუაციაში,“-ამბობს შალვა რობაქიძე.

დღის ამბები