20 აპრილი 2019,   09:23
ვრცლად
დაგლეჯილი პირუტყვი - შეკვეთილში მგლები მომრავლდნენ

შეკვეთილში მგლები მომრავლდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო წლებში ამ მხრივ ვითარება გართულდა. მტაცებლებმა სოფელში საქონელი და ძაღლიც კი დაგლიჯეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის ინფორმაციით, მგლების ლიკვიდაციის უფლების მინიჭებისთვის შესაბამისი მიმართვა გაკეთდა.

„დღეის მდგომარეობით, ნატანებში არის ამ მიმართულებით რთული სიტუაცია, იმიტომ, რომ არის მგელი მომრავლებული. მგელის ლიკვიდაციას სჭირდება შესაბამისი დოკუმენტაციები და ლიცენზიები. ლიცენზია მოპოვებული აქვს უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ მგლებზე მონადირეთა ჯგუფს. ინფორმაციაც მიწოდებული გვაქვს, ერთი მგლის ლიკვიდაცია უკვე მოხერხდა. იმედია, უახლოეს მომავალში განიმუხტება სიტუაცია,“ - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში ამირან ბაქანიძე.

დღის ამბები