19 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
უკრაინა რუსეთის საზღვართან უსაფრთხოებას აძლიერებს

უკრაინა რუსეთის საზღვართან უსაფრთხოებას აძლიერებს. ჟიტომირის სამხედრო ბაზა მედესანტეთა ქვედანაყოფებმა დატოვეს. ისინი ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში ქვეყნის აღმოსავლეთით, რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში განლაგდებიან.

ბაზაზე გამოსამშვიდობებელ ცერემონიას პეტრო პოროშენკოც დაესწრო. პრეზიდენტმა სამხედროებს არმიის დღე მიულოცა, რომელსაც უკრაინელები დღეს აღნიშნავენ.

საომარი მდგომარეობა უკრაინაში 26 ნოემბრიდან ამოქმედდა და ერთი თვე გაგრძელდება. მიზეზი აზოვის ზღვაში რუსების მიერ უკრაინული გემებისა და მეზღვაურების დაკავება გახდა.

დღის ამბები