ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გამართა. დაცვის მხარემ დაზარალებულების პოზიციის გამორკვევამდე პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა შუამდგომლობა. თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ და მეექვსე დაკავებულის - გოჩა ქასრაშვილის ადვოკატმა წარმოთქვეს.
შეგახსენებთ რომ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია საქნახშირის 6 თანამშრომელია დაკავებული. მათ შორისაა მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე ტარიელ აბესაძე.
დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მომავალი პროცესი 19 დეკემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.
შემთხვევის შედეგად მინდელის სახელობის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა.