20 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
თუკი ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული მაშინ მოვიწვევ - სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე 

თუკი ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული მაშინ მოვიწვევ- ეს განცხადება ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძის ინაუგურაციაზე მიწვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა იფიქროს და ზუსტ პასუხს მედიას ხვალ ეტყვის.

სალომე ზურაბიშვილმა დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ცერემონიაზე არა პარტიები არამედ პიროვნებები იქნებიან მიწვეული. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან უკვე მოიწვია საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თუმცა ჯერ უცნობია დაესწრებიან თუ არა ისინი ინაუგურაციას. 

დღის ამბები