25 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
2000-მდე ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე - რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა, მუშაობა შეაჩეროს

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა იანვრიდან მუშაობა შეაჩეროს. სამუშაო გარეშე რჩება 2000 ადამიანი. ოფიციალურ განცხადებას საწარმოში ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, მიზეზად ირანიდან არმატურის არამომგებიან ფასად შემოტანა სახელდება.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ პრობლემა ირანიდან შემოტანილი მასალის გამო დიდი ხანია არსებობს არა მხოლოდ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, არამედ სხვა საწარმოებშიც, რაც ბიზნესს არაკონკურენტულ გარემოში აყენებს. პროფკავშირები მთავრობას ამ საკითხის მეტი კონტროლისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები