25 აპრილი 2024,   02:42
ვრცლად
"პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში, არის აბიტაციაში"- სალომე ზურაბიშვილი

"პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში, არის აბიტაციაში"- ეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია, რითაც მან ოპოზიციასთან შესაძლო კოჰაბიტაციაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის ოპოზიცია-პოზიცია არ არსებობს და ის, როგორც პრეზიდენტი პარტიების ზემოთ დგას.

“ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია. მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით. კოჰაბიტაცია არ არსებობს, ეს არ არის კოჰაბიტაცია. პრეზიდენტი არავისთან კოჰაბიტაციაში არის, არის აბიტაციაში, შევა თავის სასახლეში და დაიწყებს მუშაობას როგორც ვთქვი, პირველ რიგში საზოგადოებასთან,“-განაცხადა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები