20 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
მორიგი უმკაცრესი გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა

ევროსაბჭოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და უმკაცრესი გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა.

კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ არსებობდეს კავშირი ამ განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს. ამის გამო, ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

საკითხს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი 2019 წლის ივნისში ისევ დაუბრუნდება და შეამოწმებს, როგორ შეასრულა ეს ვალდებულებები საქართველოს მთავრობამ.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაავალა საქართველოს მთავრობას, სწრაფად და სრულფასოვნად გამოიძიოს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე და რაც ყველაზე მთავარია დაავალა, რომ გამოიძიოს, ხომ არ იყო კავშირში მასზე განხორციელებული ზეწოლა, კერძოდ მთავარი პროკურორის მხრიდან, მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებთან. ანუ სისხლის სამართლის პროცესთან. ეს ჩანაწერი საბოლოოდ გახდება ვანო მერაბიშვილის მარეაბილიტირებელი საფუძველი, ვინაიდან მის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმეები მტკიცებულებებს არ ეყრდნობა და პოლიტიკურ ზეწოლას ისახავდა მიზნად,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები