25 აპრილი 2024,   09:48
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზეწოლა არჩევნების გაყალბებისთვის - თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს 

საკრებულოს ხმაურიან სხდომას აანონსებს დღეს ოპოზიცია. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ეს იქნება პირველი სხდომა, რომელიც თვითმმართველობის ორგანოში გაიმართება და მთავარი საკითხიც სწორედ არჩევნებს უკავშირდება. ოპონენტები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ისაუბრებენ.

დეპუტატები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებით მეორე ტურის წინ გააძლიერა ზეწოლა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებზე, მათ შორის მეეზოვეებზეც კი, რომლებსაც არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ. ამის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი "შაბათის კურიერში" გავიდა.

„ბევრ სხვა მიმდინარე საკითხთან ერთად ჩვენ გვექნება მთავარი და ყველაზე მწვავე კითხვები, ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მათ გააყალბეს, მიიტაცეს თბილისელების არჩევნები და ეს მოხდა მერიის სისტემის უპრეცედენტოდ მაღალი ზეწოლის, მუქარის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, რომელსაც ასევე მოჰყვა მერიის სისტემაში თანამშრომლების უკანონო გათავისუფლება,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძე.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე საუბრობენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები. „ქართული ოცნების“  დეპუტატთა განცხადებით, თბილისის საკრებულო აგრძელებს დაკანონების რეფორმას და მუნიციპალურ საკუთრებაში შეჭრილ ადამიანებს საცხოვრისებს სიმბოლურ თანხად, 1 ლარად გადასცემს. გარდა ამისა განიხილება ტაქსების რეგულირების საკითხიც.

დღის ამბები