24 აპრილი 2024,   22:12
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

როგორ გეგმავს ევროკავშირთან თანამშრომლობას არჩეული პრეზიდენტი - ამის შესახებ საუბარი სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს შორის შედგა. კარლ ჰარცელს ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში უმასპინძლა.

მისი განცხადებით, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა როგორი იყო ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის გეგმები, რაზეც მან უპასუხა, რომ უნდა დაიწყოს შერიგების პროცესი საზოგადოებასთან.

„მკითხა როგორია პირველი გეგმები, როგორ ვაპირებდი მუშაობას და რას ნიშნავდა ჩემთვის ეს შერიგების პროცესი. მესამე იყო და ყველაზე საინტერესო ის საერთო გეგმები, რაც შეიძლება  იყოს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან ბევრი რამე არის, რაც შეიძლება გაკეთდეს,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ელჩის განცხადებით, კი ამ გადაწყვეტილებას- ეროვნული შერიგების შესახებ, ევროკავშირი მხარს უჭერს.

„არჩვენების მეორე ტურის შემდეგ პირველად მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტს და პირადად მიმელოცა მისთვის. ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა ინაუგურაცია. განვიხილეთ სამომავლო გეგმები.
დადებითად ვაფასებ იმ დაპირებებს, რომელიც მან გააჟღერა ერონული შერიგებისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ის გზავნილებია რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ვაპირებ დავესწრო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას. ასევე ვიმედოვნებ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც შედგება,“-განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები