19 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
სამართალდამცველების მობილიზება საფრანგეთში - მოძრაობა "ყვითელი ჟილეტები" აქციისთვის ემზადება

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებით, მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების” გამოსვლებისთვის, ქვეყნის მასშტაბით 89 000 სამართალდამცველის მობილიზება მოხდება.

პარიზის ქუჩებში სპეცტექნიკა გამოჩნდება, ხოლო წესრიგის დაცვას დედაქალაქში 8 000-ზე მეტი პოლიციელი და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები შეეცდება.

“ყვითელი ჟილეტები”, რომლებიც საფრანგეთში საწვავზე ფასების ზრდას უკვე მეოთხე კვირაა აპროტესტებენ, მორიგ გამოსვლას ხვალ გეგმავენ.

დღის ამბები