13 დეკემბერი 2018,   11:31
ვრცლად
დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნებზე - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებას ურჩევს

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ აფასებს.

როს იულსონი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს შეფასება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ იდენტურია. ელჩის განცხადებით, დარღვევებზე, რომელზეც აშშ საუბრობს ეუთოსა და სხვა ევროპელი დამკვირვებლების ანგარიშებშიც მოხვდა.

"სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და შემდგომ საელჩოს განცხადებაც იყო ერთნაირი. ჩვენ აღვნიშნეთ იმ დარღვევების შესახებ, რაც დაფიქსირდა არჩევნების პერიოდში. ამაზე ისაუბრა ეუთოს მისიამ დ სხვადასხვა დამკვირვებლებმაც.

ეს ანგარიშები, რაც წარადგინეს შეიცავს რეკომენდაციებს და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების განხორციელება. ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე და მოგვარებაზე,"-აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს იულსონი.

დღის ამბები