22 იანვარი 2019,   03:15
ვრცლად
95 ნაძვის ხით და 21 ათასი ფერადი ნათურით მორთული ფაბი - ლონდონის მთავარი საშობაო დეკორაცია

ლონდონის ერთ-ერთი უძველესი ბარი ქალაქის მთავარ საშობაო დეკორაციად გადაიქცა. სამ სართულიანი ფაბი სახელწოდებით "ჩერჩილის მკლავები ", 95 ნაძვის ხით მორთეს და 21 ათას 500 ფერადი ნათურით გაანათეს.

ფაბი 1750 წლიდან მუშაობს და ბოლო წლებია უინსტონ ჩერჩილის სახელს ატარებს. მფლობელების განცხადებით, ამ ბარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები ომის პერიოდში რეგულარულად სტუმრობდნენ.

სადღესასწაულო დეკორაციების წყალობით "ჩერჩილის მკლავები " დღესასწაულებზე ლონდონელების შეკრების საყვარელი ადგილია. 

დღის ამბები