19 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
პრეზიდენტის ინაუგურაცია - გაერთიანებული ოპოზიცია არ გამორიცხავს აქცია თელავში გაიმართოს 

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს და არ გამორიცხავს, რომ აქცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართოს, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ჯერჯერობით ოპოზიციაში რამდენიმე ლოკაცია განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აქცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს სწორედ თელავში ჩატარდეს.  

„არ აღიარებულ არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტი ბრჭყალებში ინაუგურაციაზე ცხადია, ჩვენ დასწრებას არ ვაპირებთ, თუმცა ამის სურვილი არც არის ხელისუფლების მხრიდან.

აქციასთან დაკავშირებითაც გაგრძელდება ეს კონსულტაციები და შევარჩევთ ისეთ ადგილს, ისეთ ფორმას, ისეთ მასშტაბს, რომელიც ყველაზე მისაღები, ყველაზე ეფექტური ყველაზე სწორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ამ კონკრეტულ მომენტში,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კითხვაზე განიხილება თუ არა აქციის ჩატარების ადგილად თელავი, ბოკუჩავა ამბობს: "განიხილება აბსოლუტურად ყველა ადგილი".

დღის ამბები