20 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
„წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს“ - მინდია გოგოჭურის ადვოკატი

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წაუყენებენ.  მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალის წარდგენის შემდეგ არ არის გამორიცხული, სასამართლომ დღესვე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელოს.

ადვოკატის თქმით, თავად გოგოჭური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე მისი პოზიცია ასეთია და ვფიქრობ, რომ შემდგომშიც ასეთი იქნება ალბათ. საქმის მასალები არ ეტაპისთვის არ გადმოგვცემია და ბრალის წარდგენის ეტაპისთვის უკვე სრულად გვექნება მთელი მასალა,“- აცხადებს ნიკოლოზ ბიბილაშვილი.

სამართალდამცველებმა მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე ამაშუკელის ქუჩაზე გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

დღის ამბები