20 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
თუ მინისტრთა კომიტეტმა დაავალა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება, მაშინ ის ციხეში რატომ არის? - წულუკიანი 

თუ მინისტრთა კომიტეტმა დაავალა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება, მაშინ ის ციხეში რატომ არის? - იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ევროპის საბჭოს კომიტეტს მერაბიშვილის საქმეზე დამდგარი განაჩენები ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია გაცემული არ არის.

„თუკი გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა ჩვენ მთავრობას დაგვავალა რომ ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული, რატომ არის მერაბიშვილი საპატიმროში?

პატიმრობა ორ კონკრეტულ საქმეზე იყო კანონიერი, რადგან სწორედ ამას ასაჩივრებდა მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოში.

ასევე ითქვა,რომ მისასალმებელია ის ფაქტი,რომ ერთ ეპიზოდზე სადაც დადგინდა დარღვევა, ეს არის საკნიდან გაყვანის სავარაუდო ეპიზოდი გამოძიება არის განახლებული.

გუშინ სტრასბურგში კიდევ ერთხელ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომ მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლების ინსტრუქციის ,დავალების, თუ გნებავთ რჩევის მიცემის აუცილებლობა საქართველოს მთავრობისთვის არ არსებობს,"-ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი2"-ის კითხვებს არ უპასუხა. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა.

კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ არსებობდეს კავშირი ამ განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს. ამის გამო, ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

დღის ამბები