22 იანვარი 2019,   03:07
ვრცლად
2019 წლის ბიუჯეტი - მთავარ საფინანსო დოკუმენტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მსჯელობენ 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები, განათლება და ინფრასტრუქტურა იქნება.

ოპოზიცია ქვეყნის მთავარ საფინანსო პროექტის ვარიანტს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ბიუროკრატიულ ხარჯებზე უარი კვლავ ვერ თქვა.

„პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებაში არავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს თანხები უნდა იყოს გაწერილი ბიუჯეტში და თუ კი რამე აუცილებელი ხარჯები იყო, თუნდაც იგივე რაღაც ადამიანის უფლებების დაცვის ან სხვა კუთხით, ეს შეიძლება ბიუჯეტში იყოს ჩადებული. მეორე და მთავარი ნაბიჯი ეს არის მთავრობის სარეზერვო ფონდის სასწრაფოდ შეცვლა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე მისი ხარჯვის სტრუქტურის კუთხით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით კი, საჭიროა დამატებითი კონსულტაციები როგორც ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ასევე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.

„ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტის უფლებამოსილებას პასუხობს ის დაფინანსება, რაც არის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი პერსონალური პოზიცია არის, რომ ვფიქრობ საჭიროა დამატებითი კონსულტაციები ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ქალბატონ სალომესთან და ასევე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, რამდენადაც მე ვიცი ბატონი ლაშა ჟვანია ინიშნება, მას აქვს გამოცდილება ეკონომიკური მიმართულებით და მე ვფიქრობ ასევე საჭიროა მასთან კონსულტაციები გაიმართოს.“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები