24 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
პირველად ვატიკანის ისტორიაში, სადღესასწაულო სცენას ქვიშისგან აწყობენ

ვატიკანში შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. წმინდა პეტრეს მოედანზე წელს ტრადიციული შობის სცენა ძველებური აღარ იქნება.

პირველად ქალაქის ისტორიაში სადღესასწაულო სცენას ქვიშისგან აწყობენ. მოედნის წინ 7 ტონა ქვიშა მიიტანეს და სვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოქანდაკეებიც მუშაობას შეუდგნენ. ისინი მარიამ ღვითისმშობლის, იოსების, ჩვილი იესოს, სამი მოგვისა და მწყემსების ქანდაკებებს აკეთებენ.

სცენა 5 მეტრის სიმაღლის იქნება და 16 მეტრზე გაიშლება. წვიმისა და ქარისგან დასაცავად მას მთლიანად გადახურავენ.

ქვიშისგან გაკეთებული შობის სცენის ნახვას ტურისტები 7 იანვრამდე შეძლებენ.

დღის ამბები