13 დეკემბერი 2018,   11:31
ვრცლად
იმედი გვაქვს, არჩეული პრეზიდენტის პირობებში, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის გზების ძიებას გავაგრძელებთ - ლავროვი

ახალი პრეზიდენტის პირობებში რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების გამოსწორების იმედი აქვს - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ეუთო-ს მინისტერიალს ესწრება.

სერგეი ლავროვმა გაიხსენა, რომ სალომე ზურაბიშვილი წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და აღნიშნა, რომ მაშინ მათ შეძლეს რამდენიმე შეთანხმებების გაფორმება, რომლებიც მოგვიანებით თბილისმა გაწყვიტა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს თბილისთან ნორმალური ურთიერთობები სურს და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მთელი რიგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

„იმედი გვაქვს, რომ არჩეული პრეზიდენტის პირობებში ჩვენ კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარებისთვის გზების ძიებას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დღის ამბები