13 დეკემბერი 2018,   11:29
ვრცლად
„ეს არის განგაშის ზარის ასატეხი“ - ბურჯანაძე აფხაზეთში სირიელი დევნილების მიღების ფაქტს ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ სირიიდან 700-800 დევნილი მიიღო. ამის შესახებ დეფაქტო პრზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო "რიანოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ამ თემას ბრიფინგით "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გამოეხმაურა. ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საბოლოოდ არ დაკარგოს.

„გადადგით თუ არა, ბატონო ბიძინა და საქართველოს დღევანდელო ხელისუფლებავ, ერთი ნაბიჯი მაინც იმისათვის, რომ აფხაზეთში საბოლოოდ არ იცვლებოდეს დემოგრაფიული სიტუაცია? ეს არის განგაშის ზარის ასატეხი. ეს არის ის თემა, რომელიც აჩვენებს, რომ ამ ხელისუფლების ხელში, ამ იწილო-ბიწილოს ხელში, რაც ხდება ქვეყანაში და მუდმივი გარჩევების ფონზე რეალურად ჩვენ სამუდამოდ ვშორდებით აფხაზეთის და ალბათ სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებასაც,“ - აცხადებს ბურჯანაძე.

დღის ამბები