20 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
მინდია გოგოჭურის სასამართლო დღეს გაიმართება - მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

დაახლოებით 2 საათში საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ. როგორც "რუსთავი 2"-ს საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, სხდომა 20:30-ზეა ჩანიშნული და მას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე უხელმძღვანელებს. 

გამოძიება გოგოჭურს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალი დამძიმებულია და საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. გოგოჭურის უფლებადამცველის თქმით, თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე გუშინ დააკავა.

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გიორგი რაზმაძე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მინდია გოგოჭური კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. 

დღის ამბები