13 დეკემბერი 2018,   11:29
ვრცლად
არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი გაუჩინარდა

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი გაუჩინარდა. უკვე 9 დღეა, „ქართული ოცნების“ ლიდერი არცერთ თანაგუნდელს არ უნახავს.

მმართველ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არც შეკრება გაუმართავს და არც არჩევნების შედეგები გაუანალიზებია.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი პირობას დებდა, რომ პოლიტიკურ პროცესებს აღარ ჩამოშორდებოდა და მმართველობას საკუთარ თავზე აიღებდა, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ, პარტიის ლიდერი გაუჩინარებულია.

დღეს გაირკვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას უარი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და მოლაპარაკებების გამართვაზე ივანიშვილთან შეუთანხმებლად უთხრა, რადგან ლიდერთან შეხვედრა პარტიას არ ჰქონია. რას ფიქრობს ივანიშვილი ოპოზიციის მოთხოვნებზე, ამის შესახებ „ოცნებაშიც“ არაფერი იციან.

ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს რომ პოლიტიკური კრიზისის აღიარება მოუწევს, ამაში დარწმუნებულია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული და დღეს ოპოზიციაში მყოფი დეპუტატი. დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განსხვავებული რეალობა დადგა.

უმრავლესობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ვერც პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ვერ ხედავს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყველაფერი ქვეყანაში იმ დღის წესრიგით წარიმართება, როგორც ეს კონსტიტუციაშია გაწერილი.

დღის ამბები