20 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
უპრეცედენტოდ შეურაცხმყოფელი და აგრესიული კამპანია - არასამთავრობოების ტერორი ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა   

უპრეცედენტოდ შეურაცხმყოფელი და აგრესიული კამპანია - ასე აფასებს ომბუდსმენი იმ მწვავე საჯარო განცხადებებს, რომლის ადრესატიც წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. არასამთავრობოების ტერორი ნინო ლომჯარიას წლის შემაჯამებელ ანგარიშში მოხვდა. 

შეურაცხმყოფელი კამპანიის ერთ-ერთ ლიდერად სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები პარლამენტის თავმჯდომარეს ასახელებენ. მესამე სექტორის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ირაკლი კობახიძის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული მწვავე განცხადებები, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ფაშისტებად შერაცხვა, მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი იყო და კობახიძეს სურდა წინასაარჩევნოდ ნეიტრალური არბიტრების დისკრედიტაცია.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი იხსენებს, რომ წინასაარჩევნოდ, მათ წინააღმდეგ აქტიური და ორგანიზებული შავი პიარ კამპანია მიმდინარეობდა სოციალური ქსელებითაც. დასპონსორებული გზავნილების უკან კი სამთავრობო დაკვეთა იდგა. ეკა გიგაური ფიქრობს, რომ სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობაში მთავრობამ გამოცდა ვერ ჩააბარა.

მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი სახალხო დამცველის შენიშვნას არ იღებს. ისინი საკუთარი თანაგუნდელების ტონსა და განცხადებებში პრობლემას ვერ ხედავენ და დამსახურებულ რეაქციად მიიჩნევენ.

არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ განხორციელებული წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საუბარი სახალხო დამცველს სავარაუდოდ პარლამენტშიც მოუწევს.

დღის ამბები