19 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
17 არასამთავრობო ორგანიზაცია ზურაბიშვილს დიმიტრი გაბუნიაზე აფრთხილებს - პრეზიდენტის რეაქცია ზედაპირულია

ქალების პრობლემების მიმართ გულგრილი პირველი ქალი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილს 17 არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნაზე ზედაპირული რეაქცია ჰქონდა.

არასამთავრობო სექტორი მომავალი პრეზიდენტის შესაძლო საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას უპირისპირდება. ქალების უფლებებზე მომუშავე 17 ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გაბუნიასთვის სექსუალური შევიწროვება ნორმაა და ეს მან საჯაროდ აღიარა.

განცხადება, რომლის გამოც ქალთა უფლებადამცველები ახალი პრეზიდენტის მომავალ საპარლამენტო მდივანს უპირისპირდებიან, დიმიტრი გაბუნიამ საჯაროდ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გაბუნია მაშინ სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის ადვოკატი იყო. იურისტმა შევიწროვების ფაქტი პრობლემატურად არ მიიჩნია.

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობოებს არ გამოხმაურებია, თუმცა მისი პოზიცია დღეს თამუნა ყურაშვილმა პირადად მოისმინა. ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი არჩეულ პრეზიდენტს კაფეში შემთხვევით შეხვდა და გაბუნიაზე მესამე სექტორის პოზიცია გააცნო. აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილს მიმართვა უკვე წაკითხული ჰქონდა, თუმცა ქალი პრეზიდენტისთვის მათი გზავნილი არც ისე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

დღესვე გაირკვა, რომ დიმიტრი გაბუნიას დანიშვნა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. კანონის მიხედვით, ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდეტის საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს უფლებამოსილება ავტომატურად არ უჩერდება.

თუ ანა ნაცვლიშვილი თავად არ დაწერს განცხადებას, სალომე ზურაბიშვილს ახალი მდივნის დანიშვნამდე ჯერ ნაცვლიშვილის გათავისუფლება და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები