13 დეკემბერი 2018,   11:29
ვრცლად
„იყიდება საიტიდან საიტზე," - ”თეთრი ხმაურის მოძრაობა” ახალი მკვლელი ნარკოტიკის შესახებ საუბრობს

მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა - ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია მძიმე ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ერთ-ერთი სინთეზური ოპიოიდით. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სამი ადამიანია გადაყვანილი საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი კომატოზურ მდგომაროებაში იმყოფებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი, დავით სუბელიანი ამბობს, რომ მოქალაქეებმა ნარკოტიკული საშუალება MDMA ერთ-ერთი გავრცელებული ინტერნეტ საიტიდან შეიძინეს. აღნიშნულ პირებს, ამ ნივთიერების მიღების შემდეგ სხვადასხვა სიმპტომები გამოუვლინდათ.  

”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს ნივთიერება არ ყოფილა ნარკოტიკული საშუალება MDMA და ეს იყო ოპიოდი - "ფენტალინი."

„იყიდება საიტიდან საიტზე. საიდან მოხვდა ეს კონკრეტული MDMA, რომელ ქვეყანაშია ნაწარმოები, როგორც მოხვდა საქართველოში, ეს ძნელი დასადგენია. შსს უნდა დაკავდეს მსგავსი საქმეების, მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ვერაფრით ვერ შევძლებთ, რომ შევზღუდოთ და შევაჩეროთ ნარკოტიკული საშუალების შემოდინება ქვეყანაში. რაც ჩვენ შეგვიძლია ამ პირობებში გავაკეთოთ, ეს არის მომხმარებლების ინფორმირება და მათი უზრუნველყოფა საჭირო პრეპარატებით. არც ერთს არ ვაკეთებთ ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა დავით სუბელიანმა. 

დღის ამბები