20 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
ეკატერინე ჭავჭავაძის სამკაულის ინსპირაციით შექმნილი კოლექცია - "ზარაფხანამ" 15 უნიკალური აქსესუარი დაამზადა

ეკატერინე ჭავჭავაძის სამკაულის ინსპირაციით შექმნილი კოლექცია - "ზარაფხანამ" ფირუზის თვალით ოქროს 15 უნიკალური აქსესუარი დაამზადა. ახალ კოლექციას "ეკატერინე ჭავჭავაძე" ეწოდება და დამთვალიერებელს მისი ნახვა დღეიდან შეეძლება.

"ეკატერინე ჭავჭავაძის" სამკაულების გაცოცხლება, ზარაფხანამ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. კომპანიის სამხატვრო საბჭოს მიერ კოლექციის დამტკიცების შემდეგ, უნიკალური ნაკეთობების დამზადების პროცესი დაიწყო.

უკვე სრულყოფილი სამკაული საექსპოზიციო სივრცეში გადადის. სოლო ლაუნჯში ზარაფხანას ახალი კოლექცია პირველად იფინება. ბეჭედი, საყურე, ბროში, ყელსაბამი და სამაჯური, ყველა უმაღლესი ხარისხის ოქროთია შესრულებული.

 

დღის ამბები