19 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
"არა ოკუპაციას!" - სოფელ ატოცში მუსიკოსები აქცია-პერფორმანსს მართავენ

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში, ამ წუთებში საოპერო არიების და კლასიკური ნაწარმოების ხმა ისმის.

სოფელ ატოცში, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ოკუპანტები, მავთულხლართების გასავლებად ემზადებოდნენ, ქართველმა მუსიკოსებმა დღეს მუსიკალური ინსტრუმენტები გაშალეს.  

აქცია-პერფორმანსი ქართველმა მუსიკოსებმა ოკუპანტების მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული ანექსიის მორიგი რაუნდის საპასუხოდ დაგეგმეს.

აქციის მონაწილეების უსაფრთოხებას ქართული პოლიცია და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები იცავენ.

საოკუპაციო საზღვრის მეორე მხრიდან კი ატოცში მიმდინარე მოვლენებს საოკუპაციო ძალების მზვერავები აკვირდებიან.

აქცია უკვე, დაახლოებით, ორი საათია, გრძელდება.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები