25 აპრილი 2024,   13:52
ვრცლად
IBSU-ს პირველკურსელების მიღებას სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან უკვე შეძლებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჩივარი სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, IBSU-ს პირველკურსელების მიღებას სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან უკვე შეძლებს.

სააპელაციო საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც უნივერსიტეტს პირველ კურსების მიღების უფლება შეუჩერდა. მიზეზად ჯარიმის გადახდა სახელდებოდა, თუმცა, სასწავლებელმა დავალიანება უკვე დაფარა.

IBSU-ს ავტრორიზაცია 6 წლის ვადით განისაზღვრა. უნივერსიტეტს 3500-მდე სტუდენტის მიღება შეუძლია.

„დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ სრულად გაიზიარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიცია. ძალაში დატოვა ავტორიზაცია 6 წლის ვადით, ასევე, შეზღუდვა მთლიანად მოეხსნა სტუდენტების მიღებაზე და სტუდენტთა საერთო რაოდენობა განისაზღვრა 3500-ით. ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად სამართლიანობის აღდგენა,“ - განაცხადა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა.

სტუდენტებმა ცენტრის ეზოში საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება იზეიმეს.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 20 აგვისტოს ახალი სტუდენტების მიღება ერთი წლით შეუზღუდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები