19 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
ადვოკატთა საქმიანობაში უკანონო ჩარევა - ასათიანის თქმით, „ადვოკატთა ასოციაციის“ წინააღმდეგ Facebook გვერდი შეიქმნა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატთა საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს.

დავით ასათიანმა საგანგებო ბრიფინგი ქუთაისში გამართა.

მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატთა ასოციაციის დისკრედიტაციას.

ასათიანი ამბობს, რომ გვერდი 6 დეკემბერს Facebook-ის ადმინისტრაციამ წაშალა, თუმცა, მისი შემქმნელები იმუქრებოდნენ, რომ მსგავსი ტიპის გვერდები მომავალშიც გამოჩნდება.

დავით ასათიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და გამოავლინონ ყველა ის პირი, ვისაც ადვოკატების წინაღმდეგ Facebook შეტევასთან კავშირი აქვს.

„თითოეული ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უნდა იყოს თავისუფალი და მასზე რაიმე სახის ზეწოლა, ზეგავლენა, შეურაცხყოფა, ცილისწამება არის დაუშვებელი. ამის მთავარი მიზეზი არის ერთი, რომ საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა დიდი სიყვარულით მინდა, ყველამ გაიგოს, ადვოკატის და კლიენტის იდენტიფიცირება არ შეიძლება,“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

 

 

დღის ამბები