18 იანვარი 2019,   06:22
ვრცლად
დაკეტილი ლუვრი, ეიფელის კოშკი და შეტაკებები პარიზში - ქუჩებში 5 ათასამდე ადამიანია გამოსული

პარიზში მორიგი მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია ლოკალური შეტაკებებისა და დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. დედაქალაქის ქუჩებში ამ დროისთვის 5 ათასამდე ადამიანია გამოსული.

პოლიციის კორდონთან მიახლოებისთანავე სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ. პარიზის რკინიგზის სადგურებზე ძალოვანებმა უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 500-მდე კი შემოწმების მიზნით გააჩერეს.

აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით წესრიგს ქუჩებში 89 ათასი სამართალდამცველი იცავს. პარიზში მობილიზებულია ჯავშანმანქანებიც.

ასევე დაკეტილია მუზეუმები და სხვა ტურისტული ადგილებიც, მათ შორის ეიფელის კოშკი და ლუვრი.  

დღის ამბები