18 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
ვატიკანი შობის დღესასწაულთან შესახვედრად ემზადება

ვატიკანი შობის დღესასწაულთან შესახვედრად ემზადება. წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ, მოედანზე, შობის სცენის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

გაანათეს 21 მეტრის სიმაღლის საშობაო ნაძვის ხეც, რომელიც ვატიკანში ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონიდან ჩაიტანეს.

წელს პირველად შობის ტრადიციულმა სცენამ განსხვავებული სახე მიიღო. ის ამერიკელმა ხელოვანმა, სამ მოქანდაკესთან ერთად, 720 ტონა ქვიშისგან ააგო.

თითქმის 6 მეტრის სიმაღლისა და 16 მეტრის სიგანის სკულპტურა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე 13 იანვრამდე დარჩება.

დღის ამბები