25 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
საშიშია აფხაზებისთვისაც - გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან რეპატრიანტების ჩასვლას აფასებს

საშიშია აფხაზებისთვისაც - ასე გამეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი, ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 800-მდე რეპატრიანტის ჩასვლას.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეფაქტო ხელისუფლების მიერ რეპატრიანტებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეაფასა.

გია ვოლსკის თქმით, ისინი სხვა კულტურის მატარებლები და სხვა გარემოში აღზრდილი საზოგადოების წარმომადგენლები არიან, რაც შესაძლოა, აფხაზებთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

„საშიშია იმიტომ აფხაზებისთვისაც, ვინაიდან ეს არის სხვა კულტურის, სხვა გარემოში აღზრდილი და ჩამოყალიბებული საზოგადოება, რომელიც არათუ არ იცნობს, შესაძლოა, სერიოზულ ანტაგონიზმშიც შევიდეს ადგილობრივ აფხაზ მოსახლეობასთან,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები