20 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
42 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი - სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი აიყვანეს. 1985 წელს დაბადებული ფ.ი. ფონიჭალაში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 42 შეკვრად დაფასოებული სულ 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები