19 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
დიმიტრი გვრიტიშვილი, მზია თოდუა, მიხეილ ჩინჩალაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების შერჩევა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის შესარჩევად ემზადება. როგორც ცნობილია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 18 მოსამართლე უნდა შეარჩიოს. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც პარლამენტს ასევე იუსტიციის საბჭომ უნდა წარუდგინოს, ამ თანამდებობაზე წინასწარი ინფორმაციით დიმიტრი გვრიტიშვილის, მზია თოდუას და მიხეილ ჩინჩალაძეს კანდიდატურები განიხილება.

„შევეცდებით ეს პროცედურა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი.  ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, გამჭირვალე. ისე რომ ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება ადევნოს თავლყური ამ პროცესს,“-განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მზია თოდუა არ ადასტურებს რომ მან მსგავსი შეთავაზება მიიღო, თუმცა ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს დიდი პასუხისმგებლობის მქონე პირი, რადგან მან უნდა შეძლოს მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფის უზრუნველყოფა.

„მან უნდა შეძლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა მოსამართლეების და ასევე უნდა შეძლოს იმ ავტორიტეტის ამაღლება, რაც სასამართლოს უნდა გააჩნდეს,“-განაცხადა მზია თოდუამ.

ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, 17 დეკემბრიდან. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და თავმჯდომარის შერჩევას. 

დღის ამბები