20 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
საქართველოს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო. ესეების კონკურსის გამარჯვებულებს რატი ამაღლობელმა სპეციალური საჩუქრები გადასცა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს დღე აღინიშნება პარლამენტში, რომელსაც მიუძღვნა ზურამ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ არა მარტო იმ ცუდზე და ნაკლოვანებებზე, რაც ქვეყანაში კეთდება, რაც ხდება, არამედ იმ კარგზეც, რაც გაკეთდა წლების განმავლობაში და საზოგადოებას თეთრი და შავი გარკვევით დავანახოთ,“ - განაცხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანიას შესახებ ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინე იმერლიშვილმა.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზურაბ ჟვანიას მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ძალიან ცოტა ადამიანზე შეიძლება ითქვას ესე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, მით უმეტეს თანამედროვეობაში, მაგრამ ამას კიდევ უფრო თამამად ვამბობ პარლამენტის კედლებს შიგნით, ვინაიდან, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორია თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ ჟვანიაზე არის,“ - აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.

 

 

დღის ამბები