25 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
სოფელ გეზათში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია 

პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, სტაბილურია. ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

სამართალდამცველს ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

პოლიციელი აბაშის რაიონის სოფელ გეზათში, პატრულირების დროს ნასვამ მდგომაროებაში მყოფმა პირმა დაჭრა. საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაცია.

მასთან ერთად მსუბუქად დაიჭრა კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი. შსს-ს ცნობით, დანაშაულის, სავარაუდო, ჩამდენის ვინაობა ცნობილია და მას ეძებენ.

დღის ამბები