19 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება - საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღიძრა 

თბილისში, 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, საგამოძიებო უწყების ცნობით, დეტალები ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, დიმა გორგიძე თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად გარდაიცვალა. ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ ორმა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები