25 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება" - მიხეილ ბენიძე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ ზეწოლას, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. სამოქალაქო სექტორს კითხვები, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ  მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საბოლოოდ სკოლის ხელმძღვანელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიტიკურ მოტივთან პირდაპირი კავშირი ქონდეს.

უფლებადამცველები მიმდინარე გამოძიებას ყურადღებით ადევნებენ თვალს და შესაბამის უწყებებს მომხდარის ობიექტურად შესწავლისკენ მოუწოდებენ.

„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება ამ პროცესთან დაკავშირებით. თუ რატომ ჩატარდა აუდიტი და ინსპექტირება და რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ და ხომ არ იყო პოლიტიკური მოტივი. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე რა ვერსიებიც ვრცელდება, ძალიან მაღალი სავარაუდო სახე აქვს, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მუქარის შესახებ ამ ინფორმაციას,“-ამბობს სამართლიანი ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები