19 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
საზღაური "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებისთვის - თბილისის მერიაში მოსამართლე ნაზღაიძის ძმის მიწაზე ცათამბჯენის მშენებლობას უარყოფენ 

თბილისის მერია ყოფილ სანდრო ეულის ქუჩაზე 140 მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას, კატეგორიულად უარყოფს.  არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის ნებართვის მოთხოვნით არავის მიუმართავს, არსებობს მხოლოდ ესკიზი, რომელიც მათთვის მიუღებელია.

„პოსტსკრიპტუმის“ მიერ მომზადებული რეპორტაჟის  მიხედვით კი, მასშტაბური შენობის აგება "რუსთავი2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმის კუთვნილ მიწაზე იგეგმება.

მერიის თავდაპირველი განცხადებების მიხედვით, ტერიტორია მშენებლობისთვის უსარგებლო იყო,  რის გამოც ის მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი ღირდა.

ამჟამად კი მერიაში არ გამორიცხავენ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა განხორციელდეს, თუმცა რა მასშტაბის მშენებლობის დაწყება არის შესაძლებელი ჯერჯერობით უცნობია.

„ამ ეტაპისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ ესკიზი შესათანხმებლად, რომელიც ბუნებრივია არ არის არც ერთ სტადია, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოებისთვის არის დამახასიათებელი.

ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი ესკიზი არქიტექტურის სამსახურისთვის არის მიუღებელი. ზოგადად შეზღუდული მიწის ნაკვეთი ეს არ არის. შესაძლებელია რაღაც აშენდეს,“-აცხადებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები