24 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
გაუხარჯავი მილიონები - პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის განხილვა იწყება 

2018 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი - დოკუმენტის განხილვა დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში იწყება.

გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს დარჩენილი საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის ათვისება კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გააცნობს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ პრობლემები არ არსებობს და თანხები შესაბამისი მიმართულებით გადანაწილდება.

„ითვალისწინებს როგორც ხარჯების ასევე შემოსავლების ცვლილებას. 7.8 მილიონი ლარით იზრდება ასიგნებები. სხვადასხვა სამინისტროებს ეზრდებათ შემოსავლები, მაგრამ ამავე დროს მცირდება გარკვეული მიმართულებით მცირდება ხარჯები, ასიგნენები, 269 მილიონი ლარით უმცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მაგრამ გვეზრდება სხვადასხვა მიმართულებით ხარჯები,“-ამბოპბს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვაზანაძე.

დღის ამბები