17 იანვარი 2019,   07:53
ვრცლად
აქცია იუსტიციის სახლთან - ე.წ. "ქართული მარში" უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების შეზღუდვის მოხსნას აპროტესტებს 

"ქართული მარში” უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის უფლების მინიჭებას აპროტესტებს. ამ წუთებში იუსტიციის სახლის წინ აქცია მიმდინარეობს. 

სანდრო ბრეგაძის ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეზღუდვა გააუქმა, “ანტიქართულს” უწოდებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის, რომლის თანახმადაც საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

დღის ამბები