20 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
ინაუგურაციის სამზადისი დაიწყო - ბატონის სასახლის ეზოში სცენის მონტაჟი მიმდინარეობს

ინაუგურაციის სამზადისი უკვე დაწყებულია - თელავის ისტორიულ მუზეუმში სამუშაო ჯგუფს ელოდებიან. 

ამ დროისათვის მუზეუმის ეზოში სცენის მონტაჟი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს.

აქვე განთავსდება სპეციალური სივრცე, სადაც მეოთხე პრეზიდენტს მიიღებენ და ასევე განლაგდება საჯარისო შენაერთი.

ცნობილია, რომ ფიცის დადების ცერემონიალი სამ საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. რის შემდეგაც უკვე სტუმრების ოფიციალური მიღება წინანდლის რეზიდენციაში გადაინაცვლებს.

დღის ამბები