25 აგვისტო 2019,   20:51
ვრცლად
არჩეული პრეზიდენტის სურვილია გმირთა მემორიალი მოინახულოს, მივიდეს და პატივი მიაგოს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას - ლაშა ჟვანია 

მთავრობის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დეტალებსა და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა სიას აზუსტებენ.

ბოლო განცხადება ამ თემაზე ლაშა ჟვანიამ გააკეთა, რომელიც ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელად სახელდება.

ჟვანია ამბობს, რომ საგარეო უწყებას მოსაწვევები გაგზავნილი აქვს. ინაუგურაციის პროტოკოლი კი ფაქტობრივად გაწერილია.

„სტუმრების სიას რაც შეეხება გასაჯაროებაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმ დადასტურებებზე, იმ მოწვევებზე, რომელიც გაეგზავთან საგარეო საქმეთა სამინისტროდან სტუმრებს და დღეს დღის ბოლომდე ველოდებით საბოლოო დადასტურებას.

არჩეული პრეზიდენტის სურვილია გმირთა მემორიალი მოინახულოს, მივიდეს და პატივი მიაგოს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. ისევე როგორც პანთეონის მონახულება შესულია პროტოკოლის წესში.წმინდა ილია მართლის საფლავზე მიბრძანდება აუცილებლად,“-ამბობს ჟვანია.  

დღის ამბები