21 მარტი 2019,   10:46
ვრცლად
ევროპული სასამართლო ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენის უფლებას აძლევს

ევროპული სასამართლო ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენის უფლებას აძლევს. სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურ ლონდონს Brexit-ის ცალმხრივად გაუქმება შეუძლია.

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბრიტანეთს ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრის ნებართვის გარეშე შეუძლია ევროკავშირიდან გასვლის განაცხადი გაიწვიოს.

ევროპულ სასამართლოში სარჩელი Brexit-ის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა შეიტანეს, თუმცა ამის წინააღმდეგ გამოდიოდა ბრიტანეთის მთავრობაც და ევროკავშირიც.

ექსპერტების შეფასებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენის რეალურ არჩევანს უტოვებს.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი ქვეყნის პარლამენტი მიიღებს. თემთა პალატამ ტერეზა მეის Brexit-ის გარიგებას კენჭი ხვალ ღამით უნდა უყაროს.

დღის ამბები